ზურაბ ჯაფარიძე - შეგიძლია, გააკეთო მოძრაობები, თუნდაც რუსეთის რაღაც ნაწილები აქ დააბა, ათი ათასი კაცი რომ გააჩერონ აქ, უკრაინისთვის რაღაც დახმარება იქნება
შეგიძლია, გააკეთო მოძრაობები, თუნდაც რუსეთის რაღაც ნაწილები აქ დააბა, უკრაინისთვის ეს შეიძლება იყოს რაღაც ტიპის მხარდაჭერა, რომ რუსების რაღაც ნაწილები აქ დააბა, გააჩერო და იმათ იქ გაუადვილდეთ იგივე ბოროტების დამარცხება, რომელიც შენ გებრძვის ამდენი საუკუნე, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ „მაესტროს“ გადაცემა „უცნობის კიდობანში“ განაცხადა.
მისი თქმით, დააბა ნიშნავს, რომ რუსებმა იგრძნონ საფრთხე ქართველებისგან, საქართველოსგან და ამიტომ მოუწიოთ ცხინვალსა და აფხაზეთში ჯარის გაჩერება.
„ახლა ზუსტად ეგ დროა, შესაძლებლობის ფანჯარა. ამის გარანტია არ არსებობს, მაგრამ არსებობს ბევრი ისტორიული მაგალითი, მათ შორის საქართველოსი. მაგალითად, დავით მეოთხე აღმაშენებელმა როდესაც დაინახა, რომ დიდი თურქობა მთავრდებოდა, გამოიყენა ეს, რათა საკუთარი სამეფოები გაეფართოებინა. ახლა დიდი რუსობა მთავრდება. არც ერთ პროცენტს არ ვუშვებ, რომ არ დამთავრდეს. მე არ მითქვამს, ჯარით უნდა შეხვიდეთქო, მაგრამ შეგიძლია, გააკეთო მოძრაობები, რომლითაც იმათ შეაშინებ, რომლითაც თუნდაც აიძულო რუსეთი, რაღაც ნაწილები აქ დააბა. ათი ათასი კაცი რომ გააჩერონ აქ, პატარა საქმე არ არის, უკრაინისთვის რაღაც დახმარება იქნება. დააბა ნიშნავს იმას, რომ იმათ იგრძნონ, რომ შეიძლება, საფრთხე მოდიოდეს ქართველებისგან, საქართველოსგან და ამიტომ მოუწიოთ ცხინვალში და აფხაზეთში ჯარის გაჩერება, – განაცხადა ჯაფარიძემ.