ზურაბ ჯაფარიძე - რეგულაციებს არავინ არ უნდა დაემორჩილოს
ზურაბ ჯაფარიძე - რეგულაციებს არავინ არ უნდა დაემორჩილოს

რეგულაციებს არავინ არ უნდა დაემორჩილოს, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, ქვეყანა დაუმორჩილებლობის ტალღამ თუ მოიცვა, სადამდე მიიყვანს ამ ქვეყანას, ჯაფარიძე ამბობს:

„უნდა მოიცვას, არ უნდა დაემორჩილოს ამ რეგულაციებს არავინ. გასაგებია, რომ კოვიდია გავრცელებული, გასაგებია, რომ ადამიანების გარკვეული ნაწილისთვის, ეს ძალიან მაღალი რისკის მატარებელია და ადამიანები კვდებიან ამისგან, მაგრამ სასწორის მეორე პინაზე ასევე დევს ადამიანების სიცოცხლეები. ამ ადამიანებმა რა ქნან? ადამიანები შიმშილისთვის არიან განწირულები. იქითაც ადამიანის სიცოცხლეა და აქეთაც.

ამიტომაც, ეს არის ადამიანის ინდივიდუალური პასუხისმგებლობის საკითხი. მე თუ არ მინდა, არც ერთ ცოცხალ ორგანიზმს არ გავეკარები – თუ მეშინია კოვიდის თუ ასეთი პასუხისმგებლობით ვუყურებ საკუთარ სიცოცხლეს, არც ერთ ცოცხალ ორგანიზმს არ გავეკარები, არათუ ადამიანს. შესაბამისად, კოვიდი მე ვერ გადმომეცემა, ეს არის ინდივიდუალური პასუხისმგებლობის საკითხი.

მაგრამ ეს ადამიანებს ფიზიკურად არ შეუძლიათ. ადამიანები შემოსავლის წყაროს გარეშე თუ დარჩნენ, დარჩებიან მშივრები. ადამიანებს უწევთ რომ იმუშაონ და სახელმწიფო, რომელიც ადამიანებს ასეთ მდგომარეობაში აგდებს, ეგეთი ხელისუფლება ბოროტებაა”,-განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.