ზურაბ ჯაფარიძე - რასაც ბიძინა ივანიშვილი ხეებზე ჰყვება, 100 პროცენტიანია
ზურაბ ჯაფარიძე - რასაც ბიძინა ივანიშვილი ხეებზე ჰყვება, 100 პროცენტიანია

რაც მალე შეეშვებიან ოპოზიციური პარტიები ხეების გადატანის თემას და მნიშვნელოვანი თემებით დაკავდებიან, მით უკეთესი იქნება მათთვისაც და ქვეყნისთვისაც, – ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“, საკუთარ გვერდზე „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე წერს.

ჯაფარიძე პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის გუშინდელ ინტერვიუს გამოეხმაურა, სადაც ბიძინა ივანიშვილმა სხვა საკითხებთან ერთად, ხეების თემაზეც ისაუბრა.

„ხეებზე რასაც ჰყვება 100%-იანია და რაც მალე შეეშვებიან ოპო პარტიები მაგ თემას და მართლა მნიშვნელოვანი თემებით დაკავდებიან, მით უკეთესი მათთვისაც და ამ ქვეყნისთვისაც“, – წერს ზურაბ ჯაფარიძე.

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან ექსკლუზიური ინტერვიუ პირველი არხის ეთერში, გადაცემაში –  „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ გავიდა. როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, მოსახლეობამ 12 მილიონი ლარი მიიღო ნაკვეთებზე ხეების გატარების კომპენსაციად. „რასაც ვაკეთებ, მთლიანად საზოგადოებასა და საქართველოში რჩება“, – განაცხადა მან.