ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ მოლაპარაკების შედეგით დასრულებასთან დაკავშირებით სკეპტიკურად არის განწყობილი
ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ მოლაპარაკების შედეგით დასრულებასთან დაკავშირებით სკეპტიკურად არის განწყობილი

რა სურათიც დავინახეთ, „ქართულ ოცნებას“ სულ მხცირე ახლა მოლაპარაკებების გაგრძელება არ უნდოდა, – ამის შესახებ „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მოლაპარაკების შეთანხმებით დასრულებასტან დაკავშირებით ახლა მეტად სკეპტიკურად არის განწყობილი.

„სიმართლე გითხრათ უცნაური სიტუაციაა. იმედი მაქვს დღეს ამ შეხვედრაზე გავერკვევი, რა მოხდა გუშინ „ქართულ ოცნებასთან“ შეხვედრაზე, თუ დანიელსონს ამის სურვილი ექნება. ყველა ძალიან გაურკვეველ სიტუაცუაში აღმოვჩნდით. „ოცნების“ წარმომადგენლები გამოვიდნენ და საჯაროდ დაემშვიდობნენ ადამიანს. თქვეს, რომ მოლაპარაკებები ამ ეტაპზე დასრულებულია, ელოდებიან როდის დაბრუნდება ღარიბაშვილი ბრიუსელიდან და ამის შემდეგ გაგრძელდება მოლაპარაკებაო. ნახევარ საათში კი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი გამოვიდა და თქვა, რომ მოლაპარაკებები გრძელდება და ის აპირებს გააგრძელოს შეხვედრები. რა სურათიც დავინახეთ, „ქართულ ოცნებას“ მინიმუმ ახლა მოლაპარაკებების გაგრძელება არ უნდოდა. თავისთავად ის ფაქტი, რომ ეს ყველაფერი ხდება „ქართულ ოცნებასთან“ შეხვედრის შემდეგ, უნდა ვიგულისხმით, რომ იმ შეხვედრაზე რაღაც ისეთი მოხდა, რის გამოც მათ გადაწყვიტეს, რომ ლაპარაკის გაგრძელებას აზრი არ აქვს. ბევრად სკეპტიკურად ვარ განწყობილი, ვიდრე აქამდე ვიყავი. ჩვენი მხრიდან ძალაშია ყველა ის პუნქტი, რა პუნქტებიც დატოვა შარლ მიშელმა. ყველა პუნქტის გარშემო ჩვენ ჩვენი პოზიციები ვთქვით. მათ შორის კომპრომისული პოზიციების რამდენიმე ვერსია“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.