ზურაბ ჯაფარიძე - ოპოზიციის უდიდესი ნაწილი საკმაოდ კომფორტულად გრძნობს ახლა თავს, სძინავთ, ელოდებიან 2024 წელს და გაცოცხლდებიან
ზურაბ ჯაფარიძე - ოპოზიციის უდიდესი ნაწილი საკმაოდ კომფორტულად გრძნობს ახლა თავს, სძინავთ, ელოდებიან 2024 წელს და გაცოცხლდებიან

არ მგონია, რომ ბრძოლის განწყობაზე იყოს დღეს ქართული ოპოზიციის უდიდესი ნაწილი. მგონია, რომ როგორც არიან ახლა, საკმაოდ კომფორტულად გრძნობენ თავს, – ამის შესახებ „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

ჯაფარიძის თქმით, პირველ რიგში საუბრობს იმ პარტიებზე და ხალხზე, ვინც პარლამენტში არიან და „რაღაცნაირად ივანიშვილს ეხმარებიან სურათის დახატვაში, რომ ამ ქვეყანაში რაღაც დემოკრატიული ინსტიტუტები არსებობს“.

„შეიძლება თქვა, რომ სძინავთ, ელოდებიან 2024 წელს და გაცოცხლდებიან, დაიწყებენ, ქვეყანა უნდა გადავარჩინოთ, ახლა უკვე მოგებული გვაქვს, უნდა გავაფორმოთ, ისევ იმავე რაღაცაში შევლენ. მე აღარ მინდა ეგ ამბავი, რადგან მგონია, რომ ეს ქცევა არასწორი ქცევაა. პირველ რიგში ვსაუბრობ იმ პარტიებზე და ხალხზე, ვინც პარლამენტში არიან და რაღაცნაირად ივანიშვილს ეხმარებიან სურათის დახატვაში, რომ ამ ქვეყანაში რაღაც დემოკრატიული ინსტიტუტები არსებობს. მაგალითად პარლამენტი, სადაც ოპოზიცია ზის და ვითომ რაღაცაზე მუშაობს.

პირადადაც ბევრისთვის მაქვს ახსნილი და პასუხი ამაზე არ არის, გარდა იმისა, რომ გარეთ რომ გამოვიდე, მერე რა ვაკეთო. თითქოს ჩემი მოსაფიქრებელი იყოს, რა უნდა აკეთონ. მე ჩემი საფიქრალი მაქვს, ჩვენ ჩვენი საფიქრალი გვაქვს“, – აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.