ზურაბ ჯაფარიძე - ოპოზიციის ერთიანობა ბუნებაში არ არსებობს, ოპოზიცია ერთიანია ერთ კონკრეტულ საკითხზე, ეს არის ბოიკოტის რეჟიმი
ზურაბ ჯაფარიძე - ოპოზიციის ერთიანობა ბუნებაში არ არსებობს, ოპოზიცია ერთიანია ერთ კონკრეტულ საკითხზე, ეს არის ბოიკოტის რეჟიმი

ოპოზიციის ერთიანობა ბუნებაში არ არსებობს, ოპოზიცია არის ერთიანი ერთ კონკრეტულ საკითხზე, ეს არის ბოიკოტის რეჟიმი, – ამის შესახებ „გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას შეუშლის თუ არა „ევროპულ საქართველოში“ მიმდინარე პროცესები ოპოზიციის ერთობას ხელს.

მისი თქმით, ნორმალური, არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო პარტიაში გადახალისებები ხდებოდეს.

„ოპოზიციის ერთიანობა – ზოგადად ეგეთი ბუნებაში არ არსებობს. ოპოზიცია არის ერთიანი ერთ კონკრეტულ საკითხზე, ეგ არის ბოიკოტის რეჟიმი. ერთიანი იყო მანამდე რაღაც საკითხებთან მიმართებაში. ცდილობდა რომ რაღაც ერთიანი ყოფილიყო მაჟორიტარ კანდიდატებთან დაკავშირებით, მაგრამ არ გამოვიდა. არის მხოლოდ რაღაც საკონსულტაციო ფორმატი, სადაც ოპოზიციური პარტიები მონაწილეობენ.

ის, რაც „ევროპულ საქართველოში“ ხდება, ალბათ, ბუნებრივი პროცესია და მგონი, არ არის ერთადერთი პარტია, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები გაყალბდა, ჯამში მაინც უკმაყოფილო არის არჩევნების შედეგების. ნორმალური ამბავია, რომ როდესაც შედეგებით ხარ უკმაყოფილო პარტიაში, იმ პარტიაში რაღაც გადახალისებები ხდებოდეს, დანარჩენი მათი შიდა საქმეა“, – განაცხადა ჯაფარიძემ.