ზურაბ ჯაფარიძე - „ოპოზიციის ალიანსში“ არანაირი დაპირისპირება არ არსებობს, მედიაში არის ამბავი, თორემ აგერ დარბაზში შევალთ და ჩვეულებრივად ვილაპარაკებთ
ზურაბ ჯაფარიძე - „ოპოზიციის ალიანსში“ არანაირი დაპირისპირება არ არსებობს, მედიაში არის ამბავი, თორემ აგერ დარბაზში შევალთ და ჩვეულებრივად ვილაპარაკებთ

მგონია, ეს დაპირისპირება მედიაში უფრო არის, ვიდრე სინამდვილეში, ალიანსში არანაირი დაპირისპირება არ არის, ალიანსი მუშაობს ჩვეულებრივად, – ამის შესახებ პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, „ოპოზიციის ალიანსის“ წევრმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ალიანსი დგას კონკრეტულ შეთანხმებაზე და რაღაც წესების დაცვით მუშაობს.

„ვიღაცები მოდიან და მუშაობენ, ვიღაცები არ არიან და არ მუშაობენ, მაგრამ იძახიან, ვმუშაობთო. არ ვიცი, სად მუშაობენ, მაგრამ ალიანსი დგას რაღაც კონკრეტულ შეთანხმებაზე. ეს არ არის არც შპს, არც რაღაც კლუბი, რომ ვიღაც მიიღო, ვიღაც გარიცხო. ვინც ერთად ვმუშაობთ, ვმუშაობთ რაღაც წესების დაცვით. ვიღაცები, ვისაც არ უნდა ამ წესების დაცვა, არ მუშაობენ ჩვენთან ერთად, ეგ არის და ეგ. არანაირი დაპირისპირება და არაფერი არ არის, მედიაში არის ამბავი, თორემ აგერ დარბაზში შევალთ და ჩვეულებრივად ვილაპარაკებთ ერთმანეთთან“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.