ზურაბ ჯაფარიძე - მოლაპარაკებები მაინცდამაინც იმას კი არ ნიშნავს, რომ პარლამენტში შესვლა და ბოიკოტი დაბარტერდეს, შეიძლება რაღაც სხვა ტიპის შეთანხმება მოხდეს
ზურაბ ჯაფარიძე - მოლაპარაკებები მაინცდამაინც იმას კი არ ნიშნავს, რომ პარლამენტში შესვლა და ბოიკოტი დაბარტერდეს, შეიძლება რაღაც სხვა ტიპის შეთანხმება მოხდეს

მოლაპარაკებები მაინცდამაინც იმას კი არ ნიშნავს, რომ პარლამენტში შესვლა და ბოიკოტი დაბარტერდეს, შეიძლება რაღაც სხვა ტიპის შეთანხმება მოხდეს, რომელიც ვითარებას განმუხტავს და ჯამში ისეთი რაღაცები გაკეთდეს და დაიდოს, რაც ქვეყნისთვის არის კარგი, – ამის შესახებ ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ განაცხადა.

როგორც ზურაბ ჯაფარიძემ აღნიშნა, მოლაპარაკებების გაგრძელება მნიშვნელოვანია.

„ნებისმიერ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს რაღაც ტიპის პოლიტიკური შეთანხმება, რომელიც პოლიტიკურ კრიზისს განმუხტავს. პარლამენტში შესვლა არშესვლა ცალკე საკითხია. მოლაპარაკებები მაინც და მაინც იმას კი არ ნიშნავს, რომ რაღაც პარლამენტში შესვლა და ბოიკოტი დაბარტერდეს, შეიძლება რაღაც სხვა ტიპის შეთანხმება მოხდეს, რომელიც ვითარებას განმუხტავს და ჯამში ისეთი რაღაცები გაკეთდეს, რაც ქვეყნისთვის არის კარგი. ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია, ივანიშვილმა ძალაუფლება დათმოს. მას ძალაუფლება უნდა დაეთმო ამ არჩევნების გზით, რადგანაც არ დათმო და მოიპარა ეს არჩევნები. შეიძლება რაღაც შეთანხმება მოხდეს, რომლის შედეგადაც, ხომ, ვადამდელი არჩევნები შეიძლება იყოს ერთი გამოსავალი, შეიძლება ვადამდელი არ იყოს და პლებისციტის ვერსიაც განიხილება. რაღაცა ტიპის შეთანხმება უნდა იყოს, რომელიც აჩვენებს, რომ დროის მოკლე პერიოდში ივანიშვილი ძალაუფლებას თმობს. რომ გითხრათ, რაღაც განსაკუთრებული ოპტიმიზმით ვარ სავსე, არ ვარ, მაგრამ რაღაც შანსი არსებობს“, – განაცხადა ჯაფარიძემ.