ზურაბ ჯაფარიძე - ლეგიტიმურობა-არალეგიტიმურობის საკითხი არ არის სადამკვირვებლო მისიის გადასაწყვეტი, ეს არის ქართველი ხალხის გადასაწყვეტი
ზურაბ ჯაფარიძე - ლეგიტიმურობა-არალეგიტიმურობის საკითხი არ არის სადამკვირვებლო მისიის გადასაწყვეტი, ეს არის ქართველი ხალხის გადასაწყვეტი

დღევანდელ შეხვედრის მთავარი გზავნილილი ის იყო, რომ ლეგიტიმურობა-არალეგიტიმურობის საკითხი არ არის სადამკვირვებლო მისიის გადასაწყვეტი, ეს არის ქართველი ხალხის გადასაწყვეტი, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ეუთო-ს წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციურმა პარტიებმა უნდა დაუმტკიცონ, როგორც საერთაშორისო საზოგადოებას, ისე საქართველოს მოქალაქეებს, რომ არჩევნების დროს იყო ისეთი მასშტაბის გაყალბები, დაშინებები, რომელმაც გავლენა იქონია არჩევნების შედგებზე.

„შეფასებები, რომელიც გაკეთდა, ეყრდნობა კონკრეტული მონიტორინგის შედეგებს, კონკრეტული მონიტორინგის შედეგები კი, შეიძლება არ იყოს ზუსტი, ჩემი აზრით, არ არის ზუსტი. მაგალითად, ეუთო-ს მონიტორინგის მისიას საქართველოში ძალიან ცოტა ხალხი ჰყავდა. მე ვმუშაობდი ეუთო-ში სამი წელი და ვიცი, რას ნიშნავს ეუთო-ს მონიტორინგი. იმისი მეათედიც არ იყო ამ ჯერზე. შესაბამისად, საუბარი იმაზე, რომ მათ ჰქონდათ სრული ინფორმაცია, არასწორია. არ ჰქონდათ. ამიტომ გამოწვევა, ამ შემთხვევაში ოპოზიციური პარტიების არის ის, რომ ვაჩვენოთ, მათ რა ინფორმაციაც აქვთ, ის არის სრული და სინამდვილეში დარღვევები უფრო მასშტაბური იყო. მე მოვუყვანე მათ ჩემი კონკრეტული მაგალითი. „გირჩს“ არ ჰქონდა მონიტორინგი მთელს საქართველოში, მაგრამ კონკრეტულად დიდუბე-ჩუღურეთში ყველა უბანი გვქონდა მოცული და იქ ვიცით რა მოხდა, დავინახე, რომ კონკრეტულად მე გამიყალბეს. ეს მოვუყევი და არ იცოდნენ, ბევრი რაღაცეებია კიდევ, რაც არ იციან“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

დატოვე კომენტარი