ზურაბ ჯაფარიძე - კობახიძე-თალაკვაძის ბრიფინგის შემდეგ არ ვიცი, რამდენად უნდა გვქონდეს ოპტიმიზმის საფუძველი
ზურაბ ჯაფარიძე - კობახიძე-თალაკვაძის ბრიფინგის შემდეგ არ ვიცი, რამდენად უნდა გვქონდეს ოპტიმიზმის საფუძველი

„გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე აცხადებს, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძისა და პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებული განცხადებების შემდეგ, მოლაპარაკებების მიმართ უფრო სკეპტიკურად არის განწყობილი.

„უფრო ოპტიმისტურად ვიყავი განწყობილი იმის გამო, რომ მაღალი რანგის ადამიანები არიან ჩარეული, თუმცა კობახიძის დღევანდელი განცხადების შემდეგ უფრო სკეპტიკურად ვარ განწყობილი. ბევრ საკითხზე იყო საუბარი, მათ შორის, პოლიტპატიმრების და ხელახალი არჩევნების საკითხზე. განწყობა ჩვენი მხრიდან იყო, რომ მზად ვიყავით მოლაპარაკებებზე და კომპრომისებზეც, თუმცა კობახიძე-თალაკვახის დღევანდელი ბრიფინგის შემდეგ არ ვიცი, რამდენად უნდა გვქონდეს ოპტიმიზმის საფუძველი“, – აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.