ზურაბ ჯაფარიძე - ხელისუფლება საკუთარი ხალხისგან რკინის ჯებირებითაა ჩაკეტილი, ამას ვერ გაუძლებენ, მათი ამბავი დამთავრებულია
ზურაბ ჯაფარიძე - ხელისუფლება საკუთარი ხალხისგან რკინის ჯებირებითაა ჩაკეტილი, ამას ვერ გაუძლებენ, მათი ამბავი დამთავრებულია

„გირჩის“ ლიდერის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილე ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, დღევანდელი დღის მიზანი მიღწეულია.

„ამ ინსტიტუტმა არც ერთ შემთხვევაში არ უნდა გააგრძელონ ნორმალურ მდგომარეობაში ფუნქციონირება. ერთადერთი შანსი, რომ ისინი შიგნით შევიდნენ და რაღაცებზე გააგრძელონ ლაპარაკი, არის მხოლოდ და მხოლოდ ასეთ მდგომარეობაში, როცა ხელისუფლება ჩაკეტილია საკუთარი ხალხისგან რკინის ჯებირებით, პოლიციის კორდონებით ან უფრო დიდი კორდონებით. ამას ვერც ერთი ხელისუფლება ვერ გაუძლებს. ამ ხელისუფლების ამბავი არის დამთავრებული“ ,- აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.

რუსთაველის გამზირზე აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც პარლამენტში პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ პროექტი ჩავარდა. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებაა.