ზურაბ ჯაფარიძე - გთავაზობთ ბრძოლას ისეთი მეთოდებით, როგორიცაა დაუმორჩილებლობა, პროტესტი, საბოტაჟი და პარალიზება, ამათ ხელი უნდა შევუშალოთ ძალაუფლების შენარჩუნებაში
ზურაბ ჯაფარიძე - გთავაზობთ ბრძოლას ისეთი მეთოდებით, როგორიცაა დაუმორჩილებლობა, პროტესტი, საბოტაჟი და პარალიზება, ამათ ხელი უნდა შევუშალოთ ძალაუფლების შენარჩუნებაში

დაუმორჩილებლობა, პროტესტი, საბოტაჟი, პარალიზება მთელი ქვეყნის მასშტაბით –  სექტემბრიდან მე და ჩემი მეგობრები ვაპირებთ მეტწილად ამას დავუთმოთ დრო , – ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლებას“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძე ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

ჯაფარიძის თქმით, პროტესტის მთავარი მიზანია რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა.

„მე გთავაზობთ ბრძოლას ამათთვის ძალაუფლების წართმევისთვის. გთავაზობთ ბრძოლას ისეთი მეთოდებით, როგორიცაა დაუმორჩილებლობა, პროტესტი და საბოტაჟი. ამათ ხელი უნდა შევუშალოთ ძალაუფლების შენარჩუნებაში. დაუმორჩილებლობა, პროტესტი, საბოტაჟი, პარალიზება მთელი ქვეყნის მასშტაბით –  სექტემბრიდან მე და ჩემი მეგობრები ვაპირებთ, მეტწილად ამას დავუთმოთ დრო, ვიდრე არ დანიშნავენ რიგგარეშე არჩევნებს. გთავაზობთ ყველას ამაში მონაწილეობას“, – განაცხადა ჯაფარიძემ.