ზურაბ ჯაფარიძე „გირჩის“ ოფისში ჯერ არ გამოჩენილა [ფოტო]
ზურაბ ჯაფარიძე „გირჩის“ ოფისში ჯერ არ გამოჩენილა [ფოტო]

„გირჩის“ ოფისში პარტიის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ჯერ არ გამოჩენილა. ამ დროისთვის ოფისში იმყოფებიან პარტიის წევრები – იაგო ხვიჩია, სანდრო რაქვიაშვილი და ვახტანგ მეგრელიშვილი.

მათ მედიასთან კომენტარები გააკეთეს სიციალურ ქსელში დღეს გავრცელებულ ზურაბ ჯაფარიძის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ „იაგო ხვიჩიასთან, ვახტანგ მეგრელიშვილთან და სანდრო რაქვიაშვილთან ერთად „გირჩის კეთებას“ აღარ აპირებს“.

როგორც იაგო ხვიჩიამ განაცხადა, მისთვის უცნობია, თუ რა გახდა ზურაბ ჯაფარიძის აღნიშნული განცხადების საბაბი.

„არ ვიცი, ზურაბ ჯაფარიძეს რა დაემართა, ზოგადად მგონია, ჩემს მეგობარს დახმარება სჭირდება“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

თავის მხრივ, როგორც ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა, ზურაბ ჯაფარიძესთან  ჰქონდა „დიდი ხნის ადამიანური კონფლიქტი, რომლის გადაწყვეტაც ზურამ ასეთი ფორმით გადაწყვიტა“.

ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა სანდრო რაქვიაშვილმაც.

„შეგიძლიათ, პირდაპირ ასე თქვათ, რომ „გირჩმა“ სრული აბსურდი მოაწყო, ვერ გეტყვით, რა იყო ზურაბ ჯაფარიძის განცხადების მიზეზი“, – განაცხადა მან.