ზურაბ ჯაფარიძე - გამოსავალი არის ვადამდელი არჩევნები, რა წესითაც არ უნდა ჩატარდეს, იმ წესით უნდა წააგონ და წავიდნენ ხელისუფლებიდან 
ზურაბ ჯაფარიძე - გამოსავალი არის ვადამდელი არჩევნები, რა წესითაც არ უნდა ჩატარდეს, იმ წესით უნდა წააგონ და წავიდნენ ხელისუფლებიდან 

ერთადერთი ლოგიკური გამოსავალი ამ მდგომარეობაში არის ვადამდელი არჩევნები, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ნებისმიერი სხვა გაგრძელება შიშის ჩვენება იქნება.

„ჩემი აზრით, ერთადერთი ლოგიკური გამოსავალი ამ მდგომარეობიდან არის ვადამდელი არჩევნები. უბრალოდ არ ვიცი, რა შეიძლება, სხვა გაგრძელება იყოს. სხვა გაგრძელება, ნებისმიერ შემთხვევაში, იქნება შიშის ჩვენება. ეგ არის, ჩემი აზრით, რაც ივანიშვილს ახლა უნდა. საუბარი, რომ სხვა გზები ვეძებოთ, როგორ შეიძლება ამ ქვეყანაში ჩატარდეს პროპორციული არჩევნები, რომელიც უფრო სამართლიანი იქნება, ნებისმიერ შემთხვევაში, იქნება დროის მოგება ივანიშვილის მხრიდან და მსგავს რამეზე არც უნდა ვიფიქროთ“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

შესაბამისად, ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ აქციების მოთხოვნა უნდა იყოს ხელისუფლების შეცვლა არჩევნების გზით.

„ვფიქრობ, გამოსავალი არის ვადამდელი არჩევნები. რა წესითაც არ უნდა ჩატარდეს, იმ წესით უნდა წააგონ და წავიდნენ ამ ხელისუფლებიდან. მერე ვიფიქროთ იმაზე, ამ ქვეყანას რა ვუყოთ. აქციების მოთხოვნაც უნდა იყოს ეს, რომ ესენი ხელისუფლებიდან წავიდნენ და წავიდნენ არჩევნების გზით. ეს იქნება შერეული სისტემა თუ რაც გვაქვს, სხვა გზა ამ წუთში არ არის. თუ რამის ერთი ადგილი გვაქვს, რა სისტემაც გვაქვს, იმ სისტემით უნდა მოვუგოთ და გავუშვათ, სხვა გზას ვერ ვხედავ“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.