ზურაბ ჯაფარიძე - ფორმალურად „გირჩის“ თავმჯდომარე იაგო ხვიჩიაა და სიასთან დაკავშირებით მას უნდა ჰკითხოთ, სავარაუდოდ გაანულებენ
ზურაბ ჯაფარიძე - ფორმალურად „გირჩის“ თავმჯდომარე იაგო ხვიჩიაა და სიასთან დაკავშირებით მას უნდა ჰკითხოთ, სავარაუდოდ გაანულებენ

ფორმალურად „გირჩის“ თავმჯდომარე იაგო ხვიჩიაა და სიასთან დაკავშირებით მას უნდა ჰკითხოთ, თუმცა, რამდენადაც მე ვიცი, შეთანხმდნენ, რომ ერთნაირად გაყვებიან ამ პოზიციებს, სავარაუდოდ, გაანულებენ ამ სიას, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

რაც შეეხება ჯაფარიძის პოზიციას, როგორც თავად აცხადებს, პარლამენტში შესვლას არ აპირებს და ამასთან დაკავშირებით შესაბამის პროცედურებს გაივლის.

,,ჩემს პოზიციას გეტყვით, მე ვაპირებ პარლამენტში არ შევიდე შესაბამისად რაღაც პროცედურები რაც იქნება გასავლელი,როგორც ყველა პოლიტიკოსი იგივე პროცედურებს გავივლი მეც“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

კითხვაზე, „გეგმავთ თუ არა ხვალ, ოპოზიციასთან ერთად ხელი მოაწეროთ მანიფესტს“, ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ცერემონიალში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს.

,,არსად წასვლას და ცერემონიალში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებ. არ მიყვარს ასეთი ცერემონიები. ორჯერ- სამჯერ მაქვს ხელი მოწერილი, აღარ მჭირდება არავისთვის იმის მტკიცება, რომ ბოიკოტის რეჟიმში ვარ. ბოიკოტის რეჟიმში ვარ, რა პროცედურებსაც გაივლიან ის პოლიტიკოსები, რომლებსაც ცესკო-ს მონაცემების მიხედვით, სიით ეკუთვნით შესვლა, იმავე პროცედურებს გავივლი მეც.

როგორ უნდა მოუწოდო რომელიმე პოლიტიკურ ლიდერს, გაჩუმდეს. რა მნიშვნელობა აქვს, პარლამენტში შედის, თუ არ შედის. ვისაც უნდა და რაც უნდა იმას ლაპარაკობს. შესაბამისად, თუ ვინმეს რამე აქციისმაგვარის დაორგანიზება უნდა ან ხვალინდელი ღონისძიების დაორგანიზება, ვისაც უნდა შეუერთდება, ვისაც უნდა არ შეუერთდება. მე იმ რაღაცა ცერემონიალში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებ“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

დატოვე კომენტარი