ზურაბ ჯაფარიძე – დასავლეთი ელოდება ჩვენგან, რომ შევძლებთ ოლიგარქიის დასრულებას

13:05, 03.07.2022

დასავლეთი ელოდება ჩვენგან, რომ შევძლებთ ოლიგარქიის დასრულებას, ივანიშვილი ელოდება, რომ დავიღლებით, – ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ხალხზეა დამოკიდებული, რომლის მოლოდინს გაამართლებენ.

„დასავლეთი ელოდება ჩვენგან, რომ შევძლებთ ოლიგარქიის დასრულებას, ჩვენგან და არა კობახიძეებისგან. ივანიშვილი ელოდება ჩვენგან, რომ დავიღლებით. ჩვენზეა, რომლის მოლოდინს გავამართლებთ. დღეს, 20.00-ზე, რუსთაველზე“, – წერს ზურაბ ჯაფარიძე.

მსგავსი