ზურაბ ჯაფარიძე - დამკვირვებლები როცა მეკითხებიან, სად არის დარღვევის ფაქტები, ჩემი პასუხია, ეს იგივეა, მომთხოვო მტკიცებულებები, რა ხდებოდა საბჭოთა კავშირის დროს „გულაგში“, ვერ დავდებთ ასეთ მტკიცებულებებს
ზურაბ ჯაფარიძე - დამკვირვებლები როცა მეკითხებიან, სად არის დარღვევის ფაქტები, ჩემი პასუხია, ეს იგივეა, მომთხოვო მტკიცებულებები, რა ხდებოდა საბჭოთა კავშირის დროს „გულაგში“, ვერ დავდებთ ასეთ მტკიცებულებებს

ხმების დაცვასთან დაკავშირებით უამრავი პრობლემაა და ამ პრობლემების ფაქტობრივი დადასტურება ძალიან რთულია, ამის შესახებ პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ნიკა მელიასა და ელენე ხოშტარიასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„როდესაც დამკვირვებლები მეკითხებიან, სად არის დარღვევების ფაქტი, ჩემი პასუხია – ეს იგივეა, მომთხოვო მოვიტანო იმის მტკიცებულებები, საბჭოთა კავშირის დროს რა ხდებოდა „გულაგში“. ვერ დავდებთ ასეთ მტკიცებულებებს, ძალიან რთულია, –  განაცხადა ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, ასეთი რეჟიმის პირობებში მოსყიდვისა და დაშინების მტკიცებულებათა მოპოვება არის ძალიან რთული.

„ვეუბნებით, წადით და თქვენ თვითონ სცადეთ, იპოვოთ ადამიანი რეგიონში, რომელიც მოვა თქვენთან და დაგელაპარაკებათ. დღეს დამიდასტურეს, რომ თავადაც ვერ პოულობენ ასეთ ადამიანს. მოსყიდვის და დაშინების მტკიცებულების დადება არის ძალიან რთული არის რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც პარალელურ დათვლას ახორციელებს, მათ შორის „თავისუფალი არჩევნები“ და სხვა. ამის გარდა, თითქმის ყველა უბანზე ვიცით, ვინ არიან ოპოზიციური პარტიების მხრიდან კომისიის წევრები, წარმომადგენლები, არასამთავრობოების დამკვირვებლები და ამის დახმარებით გვექნება საშუალება, რომ მონიტორინგი განვახორციელოთ. რიგ ოლქებში გვეყოლება გვეყოლება ასევე მობილური ჯგუფები, თუ რაღაც დარღვევა მოხდება.  ასეთი ტიპის კოორდინაცია აქამდე არ არსებობდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი 100%-ით დალაგებული გვაქვს. ამ არჩევნებზეც იქნება შემთხვევები, როდესაც ოპოზიციური პარტიის კომისიის წევრებს და დამკვირვებლებს იყიდიან, ამას 100%-ით ვერ გამოვრიცხავთ, მაგრამ მგონია, რომ ჩვენი ხმების დაცვის ხარისხი იქნება გაცილებით უფრო მაღალი, ვიდრე იყო შარშან“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

დატოვე კომენტარი