ზურაბ ჯაფარიძე - არ მოსულა ქალის, ბავშვის ცემა 20 კაცის მიერ, არ მოსულა საყურის, გრძელი თმის გამო ცემა, ტურისტის დაჭრა, ელემენტარულზე ელემენტარულია
ზურაბ ჯაფარიძე - არ მოსულა ქალის, ბავშვის ცემა 20 კაცის მიერ, არ მოსულა საყურის, გრძელი თმის გამო ცემა, ტურისტის დაჭრა, ელემენტარულზე ელემენტარულია

არ მოსულა ქალის, ბავშვის ქუჩაში ცემა 20 კაცის მიერ, არ მოსულა საყურის, გრძელი თმის გამო ცემა, ტურისტის დაჭრა, ელემენტარულზე ელემენტარულია, – ამის შესახებ ​„გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

ამასთან, აღნიშნა, რომ დღევანდელ აქციაზე „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებს უნდა აჩვენონ, რომ „ქვეყანა სინამდვილეში მათი არ არის და რომ აქ ნორმალური ხალხი ცხოვრობს“.

„მთავარი სათქმელია ამ ხალხისთვის ჩვენება, რომ სინამდვილეში ეს ქვეყანა მაგათი არ არის, რომ ამ ქვეყანაში ცხოვრობს ნორმალური ხალხი. ნორმალურობა განისაზღვრება ელემენტარული რაღაცებით, რომ ბავშვის ქუჩაში ცემა 20 კაცის მიერ, არ მოსულა. არ მოსულა, მაგაზე მარტივი რა არის. ქალის ცემა არ მოსულა ისევე, როგორც არ მოსულა საყურის, გრძელი თმის გამო ცემა, არ მოსულა ტურისტის დაჭრა. ელემენტარულის ელემენტარულზეა ლაპარაკი. სხვა რაღაცებზე შეგვიძლია, ვიკამათოთ ყველაფერზე, მაგრამ ეს რომ არ მოსულა, ამაზე შევთანხმდეთ. აქ უნდა იყოს ის ხალხი, ვისთვისაც ეს არ მოსულა.

მე ვსაუბრობ საპატრიარქოზე, როგორც პოლიტიკურ ინსტიტუტზე, რომელიც არის ალიანსში „ქართულ ოცნებასთან“ და კრიმინალურ სამყაროსთან. ეგენი მართავენ ამ ქვეყანას და მაგათი ხალხია ესენი. ერთ მხარეს არიან. ილუზიაა, თითქოს ესენი ცალ-ცალკე არიან, ვითომ ესენი გამშველებლების როლში არიან. არანაირი ორი ფლანგი არ არსებობს. არსებობს ნორმალური ადამიანები და ხელისუფლებაში მყოფი გიჟები“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

რუსთაველის გამზირზე ორი ურთიერთსაპირისპირო აქცია მიმდინარეობს. აქციაზე იმყოფებიან ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მათი თქმით, აქციის მიზანი 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე განვითარებული ძალადობრივი მოვლენებისგან გამიჯვნაა. აქციას შეუერთდნენ „თბილისი პრაიდის“ წარმომადგენლები, რომელთაც გუშინ „ღირსების მარში“ ვერ გამართეს.ამასთან, რუსთაველის გამზირზე, ქაშუეთის ეკლესიასთან აქციას მართავენ გურამ ფალავანდიშვილი, მისი მხარდამჭერები და „თბილისი პრაიდის“ სხვა მოწინააღმდეგეები.