ზურაბ ჯაფარიძე - არ მგონია, ვინმე ფიქრობდეს, რომ ვანო მერაბიშვილი „გირჩში“ მოვა
ზურაბ ჯაფარიძე - არ მგონია, ვინმე ფიქრობდეს, რომ ვანო მერაბიშვილი „გირჩში“ მოვა

არ მგონია, ვინმე ფიქრობდეს, რომ ვანო მერაბიშვილი „გირჩში“ მოვა, – ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა,

„ვანო მერაბიშვილმა დღეს თქვა, რომ ჯერ ჩამოყალიბებული არ არის, რის გაკეთებას აპირებს. ერთადერთი, რაც დაადასტურა, არის ის, რომ აპირებს აქტიურ პოლიტიკაში ჩართვას. მგონი ჯერ გასარკვევია, რა ფორმით აპირებს ჩართვას. დიდი ალბათობით, მას კომუნიკაცია ექნება იმ ორ მსხვილ პარტიასთან, რომელიც არიან „ნაციონალური მოძრაობა“ და იქიდან წამოსული ხალხი. თუ რაღაც პოლიტიკურ აქტიურობაზე შეიძლება საუბარი იყოს, ალბათ სავარაუდოა, რომ ამ ორი პარტიიდან ერთ-ერთთან შეიძლება მას ჰქონდეს თანამშრომლობითი ურთიერთობა. ჩვენ ვლაპარაკობთ ყველასთან. არავისთან ლაპარაკი არ მგონია პრობლემა. ჩვენ გვჭირდება სისტემა, რომელიც პერსონალიების ამბიციებისგან დაგვიცავს. მაშინ საფრთხობელას ვეღარ შექმნიან ვერავისგან, ვერც მერაბიშვილისგან, ვერც ივანიშვილისგან, ვერც სააკაშვილისგან“,- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.