ზურაბ ჯაფარიძე – ​ჯონჯოლივით რომ ამატებთ პარტიები გამოსვლას, თითქოს პოლიტპატიმრების გათავისუფლებისთვისაც იბრძვით, იქნებ ბოლოში მიამატოთ, „ჯაფარას გარდა“

10:46, 24.09.2025

ყაველაშვილის ცირკში მონაწილე პარტიები ყოველ მეორე გამოსვლას ჯონჯოლივით რომ ამატებთ, თითქოს პოლიტპატიმრების გათავისუფლებისთვისაც იბრძვით, იქნებ ბოლოში მიამატოთ ხოლმე – „ჯაფარას გარდა“, თორემ მგონია, რომ სიტყვის მასალად მიყენებთ და ამით ცდილობთ, გააკეთილშობილოთ საკუთარი საქციელი, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის წერილშია ნათქვამი.

„ერთი თქვენ იბრძვით მაგისთვის და მეორე „ქოცები“ – ევროინტეგრაციისთვის. ჩემით ნუ მოიხოცავთ, მოკლედ. 17.09. 1921 წლის თებერვალია. მოხუცი ვარლამ ჩერქეზიშვილი კარაბინით ხელში მიდის კოჯრისკენ.

ამ დროს თბილისში პოლიტიკური პარტიები: „შუხუთი – კაჟივით საქართველო“ და „მახარაძე საქართველოსთვის“ მართავენ საგანგებო ბრიფინგს: „ჩვენ შევქმნით 10 მილიარდბონიან სპეციალურ ფონდს““, – ნათქვამია ჯაფარიძის წერილში.

 

მსგავსი