ზურაბ გირჩი ჯაფარიძე - საჯაროდ ვკითხულობ, იტყუება ენმ-ის ლიდერი? რა მოლაპარაკებების ჩაშლაზე ლაპარაკობს?
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე - საჯაროდ ვკითხულობ, იტყუება ენმ-ის ლიდერი? რა მოლაპარაკებების ჩაშლაზე ლაპარაკობს?

ნებისმიერი სხვა პარტიის ლიდერი რომ მისულიყო „რუსთავი 2“-ზე და იგივე ეთქვა, ახლა მთელი ოპოზიციური მედია ამის გარკვევით იქნებოდა დაკავებული, ის ლიდერი კი – საჯაროდ ჯვარცმული, – ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

„ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის ინტერვიუს ვუყურე „რუსთავი 2“-ზე. ჰოდა, არც გაურკვევლობაში დარჩენას ვაპირებ და არც თვალთმაქცობას. ამიტომ საჯაროდ ვკითხულობ: იტყუება ენმ-ის ლიდერი? რა მოლაპარაკებების ჩაშლაზე ლაპარაკობს? ვინ ჩაშალა და როდის? რა მიზეზით?

პ.ს. ნებისმიერი სხვა პარტიის ლიდერი რომ მისულიყო „რუსთავი 2“-ზე და იგივე ეთქვა, ახლა მთელი ოპოზიციური მედია ამის გარკვევით იქნებოდა დაკავებული, ის ლიდერი კი – საჯაროდ ჯვარცმული“, – წერს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე „ფეისბუქზე“.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ გუშინ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, რომ მისი განცხადება იმ დიალოგის ჩაშლამ განაპირობა, რომელიც დიპლომატების ჩართულობით მიმდინარეობდა. 10 ნოემბერს გრიგოლ ვაშაძემ გავრცელებულ განცხადებაში პარტიებს მოუწოდა, პროცესი მოლაპარაკების მაგიდასთან გადაიტანონ და ყველა ძალას მოუხმონ სახელმწიფოს ღრმა კრიზისიდან გამოსაყვანად. მოგვიანებით მან დამატებით განმარტა, რომ თუ მოლაპარაკებები წარმატებით არ დასრულდება, არც მეორე ტურში მიიღებენ მონაწილეობას და არც პარლამენტში შევლენ.