ზურაბ დათუნაშვილისთვის დაკისრებული ხუთწლიანი სანქცია ძალაში დარჩა, რომელიც 2021 წლიდან დღემდე მოპოვებული ყველა ტიტულის ჩამორთმევას ითვალისწინებს #1TVSPORT
ზურაბ დათუნაშვილისთვის დაკისრებული ხუთწლიანი სანქცია ძალაში დარჩა, რომელიც 2021 წლიდან დღემდე მოპოვებული ყველა ტიტულის ჩამორთმევას ითვალისწინებს #1TVSPORT

სპორტული არბიტრაჟის სასამართლომ (CAS) უარყო ქართველი მოჭიდავის (სერბეთის სახელით გამომსვლელი), ზურაბ დათუნაშვილის სააპელაციო სარჩელი, რომელიც მან 2024 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილების წინააღმდეგ შეიტანა.

შეგახსენებთ, რომ 2024 წლის 19 სექტემბერს CAS ADD-მა დათუნაშვილს მისცა 5-წლიანი დისკვალიფიკაცია. ასევე გაუქმდა სპორტსმენის ყველა შედეგი, რომელიც მიღებული ჰქონდა 2021 წლის 27 მაისიდან 2023 წლის 11 აპრილამდე.

2025 წლის 17 ნოემბერს, სპორტსმენის მიერ შეტანილი სააპელაციო მოთხოვნის განხილვის შემდეგ CAS-მა სრულად უარყო აპელაცია და დაადასტურა, რომ დათუნაშვილმა ჩაიდინა ანტიდოპინგური წესების დარღვევები.

CAS-მა ასევე ძალაში დატოვა 5-წლიანი დისკვალიფიკაცია, რომელიც იქნება ძალაში 2028 წლის 10 აპრილამდე.

გარდა ამისა, CAS-მა დაადასტურა სპორტსმენის მიერ მიღებული ყველა შედეგის დისკვალიფიკაცია 2021 წლის 27 მაისიდან მოყოლებული, მათ შორის, ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებზე მოპოვებულ ბრინჯაოს მედლის; მას ასევე ჩამოერთვა 2021 და 2022 წლების მსოფლიო ჩემპიონატებზე მოპოვებული ოქროს მედლები.