ზურაბ ჭიაბერაშვილი - როცა გაბრალებენ, აბა, ომი გინდათ? თუ საჭიროა, უნდა უთხრა, რომ ქვეყნის თავისუფლებისთვის თუ ომია საჭირო, დიახ, ომი მინდა, ისე დამოუკიდებლობა არ არსებობს
ზურაბ ჭიაბერაშვილი - როცა გაბრალებენ, აბა, ომი გინდათ? თუ საჭიროა, უნდა უთხრა, რომ ქვეყნის თავისუფლებისთვის თუ ომია საჭირო, დიახ, ომი მინდა, ისე დამოუკიდებლობა არ არსებობს

როცა გაბრალებენ, აბა, ომი გინდათ? თუ საჭიროა, უნდა უთხრა, რომ ქვეყნის თავისუფლებისთვის თუ ომი საჭიროა, დიახ, ომი მინდა. აბა, ისე დამოუკიდებლობა არ არსებობს, – ამის შესახებ „ფორმულას“ ეთერში „ევროპული საქართველოს“ ყოფილმა წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.

ჭიაბერაშვილის თქმით, ისე დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი არ არსებობს.

„პოლიტიკურმა პარტიებმა გაცილებით თამამად უნდა ისაუბრონ და დაანგრიონ ის სტერეოტიპები, რაც საბოლოო ჯამში, ავტორიტარიზმის დანგრევას სჭირდება. რას ვგულისხმობ? – პირველი, მთავარი არის გამართული მესიჯი, როდესაც პოლიტიკური პარტიები ლაპარაკობენ არა საკუთარი დღის წესრიგიდან, არამედ კობახიძის დაბრალებულზე პასუხის პასუხის გაცემით. იმ წუთას ოპოზიციური ამომრჩეველიც კი გრძნობს, რომ ძალა არ მოდის ამ პასუხებიდან.

სინამდვილეში, როცა გაბრალებენ, აბა, ომი გინდათ? თუ საჭიროა, უნდა უთხრა, რომ ქვეყნის თავისუფლებისთვის თუ ომი საჭიროა, დიახ, ომი მინდა. აბა, ისე დამოუკიდებლობა არ არსებობს, სუვერენიტეტი არ არსებობს. სახელმწიფოს არსი არის სუვერენიტეტი და სუვერენიტეტის არსი არის, რომ თუ შენ სუვერენიტეტი უნდა დაიცვა, ეს შეიძლება, იარაღითაც მოგიწიოს“, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.