ზურაბ ჭიაბერაშვილი - როდესაც პარლამენტი მოსამართლეთა კანდიდატურების განხილვას დაიწყებს, დიდი მნიშვნელობა აქვს, დარბაზში შალვა შავგულიძე იჯდება თუ არა 
ზურაბ ჭიაბერაშვილი - როდესაც პარლამენტი მოსამართლეთა კანდიდატურების განხილვას დაიწყებს, დიდი მნიშვნელობა აქვს, დარბაზში შალვა შავგულიძე იჯდება თუ არა 

როდესაც რამდენიმე კვირაში პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატურების განხილვას დაიწყებს, დიდი მნიშვნელობა აქვს, დარბაზში შალვა შავგულიძე იჯდება თუ არა, როგორც სიმბოლო სასამართლოს კორუმპირებულ კლანთან ბრძოლის, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მეორე ტურზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ზურაბ ჭიაბერაშვილმა აღნიშნა, „ქართული ოცნება“ ადმინისტრაციული რესურსის მობილიზებას და ხალხის დაშინებას შეეცდება.

​„ცხადზე უცხადესია, რომ „ქართული ოცნება“ შეეცდება, მთაწმინდაზე მეორე ტურში გარკვეული სახით იგივე გაიმეოროს, რაც ზუგდიდში ვნახეთ. ეს ეხება როგორც ადმინისტრაციული რესურსის მობილიზებას, ისე ხალხის დაშინებას და ნაწილობრივ მოსყიდვასაც. მაგრამ მთაწმინდაზე პირველი ტურის შედეგებმა ცხადად აჩვენა, რომ ძნელია იმ მდგომარეობის გადატეხვა, როდესაც საზოგადოება მკაფიოდ ეუბნება „არა“-ს ბიძინა ივანიშვილის კორუმპირებულ კლანს. მეორე ტური შანსია არა მარტო მთაწმინდელებისთვის, არამედ ზოგადად საზოგადოებისთვის, ბიძინა ივანიშვილს მკაფიო სიგნალი გავუგზავნოთ, რომ ჩვენ ამ კლანურ, კორუმპირებულ სასამართლოს არ შევეგუებით“, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.