ზურაბ ჭიაბერაშვილი - მთავრობას დიდი ხანია ვეუბნებით, რომ ამ ეკონომიკის პირობებში სახეზეა სტაგნაცია 
ზურაბ ჭიაბერაშვილი - მთავრობას დიდი ხანია ვეუბნებით, რომ ამ ეკონომიკის პირობებში სახეზეა სტაგნაცია 

მთავრობას დიდი ხანია ვეუბნებით, რომ ამ ეკონომიკის პირობებში სახეზეა სტაგნაცია, აუცილებელია ბიზნესისთვის არა მხოლოდ გადასახადების დაწევა და საგადასახადო შეღავათი, არამედ მნიშვნელოვანია, ადრე არსებული დავალიანებების ჩამოწერა, რამაც განსაკუთრებით წვრილი და საშუალო მეწარმე გააჩერა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს” წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.

როგორც ჭიაბერაშვილმა აღნიშნა, მამუკა  ბახტაძე „საქართველოს რკინიგზის” წარუმატებელი მენეჯერი იყო.

„მთავრობას დიდი ხანია ვეუბნებით, რომ ამ ეკონომიკის პირობებში სახეზეა სტაგნაცია. აუცილებელია ბიზნესისთვის არა მხოლოდ გადასახადების დაწევა და საგადასახადო შეღავათი, არამედ მნიშვნელოვანია, ადრე არსებული დავალიანებების ჩამოწერა, რამაც განსაკუთრებით წვრილი და საშუალო მეწარმე გააჩერა. მიგვაჩნია, რომ ეს ძალიან დიდი ხნით ადრე იყო გასაკეთებელი.  “ქართული ოცნების” პრობლემა იმაშია, რომ რასაც ჩვენ ვეუბნებით, დიდი ხნის დაგვიანებით, მცირე მასშტაბით და ფრაგმენტულად აკეთებენ, რასაც ჩვენი მოქალაქეებზე დადებითი გავლენა არ აქვს. მამუკა ბახტაძე „საქართველოს რკინიგზის“ წარუმატებელი მენეჯერი იყო, მაგრამ მაღალანაზღაურებადი. მისი მენეჯმენტის პირობებში რკინიგზაში გადაზიდული ტვირთების რაოდენობა განახევრდა. გაურკვეველია, ეს ადამიანი თვეში დაახლოებით 24 ათასს ლარს რაში იღებდა, როცა რკინიგზის ყველაზე ცუდი წლები მაშინ ჰქონდა, როცა ბახტაძე მართავდა”, – განაცხადა ჭიაბერაშვილმა.