ზურაბ ჭიაბერაშვილი - მეორე ტურში მნიშვნელოვანი იმ კანდიდატების მხარდამჭერთა პოზიცია იქნება, რომლებმაც საპროტესტო ხმა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ დააფიქსირეს
ზურაბ ჭიაბერაშვილი - მეორე ტურში მნიშვნელოვანი იმ კანდიდატების მხარდამჭერთა პოზიცია იქნება, რომლებმაც საპროტესტო ხმა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ დააფიქსირეს

ოპოზიციონერ დეპუტატ ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, მეორე ტურში მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ შალვა შავგულიძის გამარჯვების მიზნით, ძალიან ინტენსიური მუშაობა წარიმართება.

ჟურნალისტებთან საუბარში ზურაბ ჭიაბერაშვილმა შუალედური არჩევნების შედეგები შეაჯამა და აღნიშნა, რომ საზოგადოებამ ნახა, ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ საქართველოში არჩევნებს რა მეთოდებით ატარებენ.

„ყოველი მომდევნო არჩევნები მათ ნამდვილ სახეს აჩვენებს, ხელისუფლებას როგორ ეპოტინებიან. ამის მიუხედავად, მთაწმინდაზე შალვა შავგულიძემ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია, მხარდაჭერა მოიპოვა და მეორე ტური ჩატარდება. მეორე ტურისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იმ კანდიდატების მხარდამჭერთა პოზიცია იქნება, რომლებმაც თავისი საპროტესტო ხმა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ დააფიქსირეს, თუმცა მხარი სხვა ოპოზიციურ კანდიდატებს დაუჭირეს. მათი მხარდაჭერა მნიშვნელოვანი იქნება იმისათვის, რათა ყველა მოქალაქემ დაინახოს, რომ არჩევნების გზით „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის დამარცხება შესაძლებელია“, – განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

დატოვე კომენტარი