ზურაბ ჭიაბერაშვილი - გადასახადების შემცირებისა და პენსიის 50 ლარით გაზრდისთვის ბიუჯეტში საკმარისი რესურსია
ზურაბ ჭიაბერაშვილი - გადასახადების შემცირებისა და პენსიის 50 ლარით გაზრდისთვის ბიუჯეტში საკმარისი რესურსია

ბიუჯეტში საკმარისი რესურსია გადასახადების შემცირებისა და პენსიის 50 ლარით გაზრდისთვის, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.

ჭიაბერაშვილი მიიჩნევს, რომ მდგომარეობის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად აუცილებელია, მთავრობა შეიცვალოს.

„ევროპული საქართველო“ მუდმივად ამბობდა და დღესაც ვიმეორებ, ბიუჯეტში საკმარისი რესურსია ერთი მხრივ გადასახადების შესამცირებლად, რათა ეკონომიკაში მეტი ფული დარჩეს და მაღალი ეკონომიკური ზრდა გვქონდეს, მეორეს მხრივ კი, პენსია 50 ლარით გაიზარდოს, რომლის რესურსსაც „ევროპული საქართველო” ვხედავთ.

თუ მთავრობა არ შეიცვალა დიამეტრული გაუმჯობესება არ იქნება, მაგრამ სოციალური ხარჯის გასაწევად, რაც მოქალაქეებისთვის ლარის მერყეობით გამოწვეული ზიანის მინიმუმამდე დაყვანას სჭირდება, ბიუჯეტში ამის რესურსი ახლა ნამდვილად არის“, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.