ზურაბ ჭიაბერაშვილი - „ევროპული საქართველო" მთავრობის განახლებულ შემადგენლობას მხარს არ დაუჭერს
ზურაბ ჭიაბერაშვილი - „ევროპული საქართველო" მთავრობის განახლებულ შემადგენლობას მხარს არ დაუჭერს

„ევროპული საქართველო” მთავრობის განახლებულ შემადგენლობას მხარს არ დაუჭერს.

როგორც ჟურნალისტებს ოპოზიციონერმა დეპუტატმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განუცხადა, გაუგებარი სიტყვების კორიანტელის გარდა, გუშინ მთავრობის წარმომადგენლებისგან ქვეყნის განვითარების დალაგებული და მწყობრი ხედვა ვერ მოისმინეს.

„ვერ მოვისმინეთ ხედვა, ქვეყანას როგორ გამოიყვანენ იმ კრიზისიდან, სადაც არის საყოველთაო გაჭირვება, უმუშევრობა და სიღარიბე. შესაბამისად, მთავრობას მხარს ვერ დავუჭერთ“, – განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

პარლამენტი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე იმსჯელებს.