ზურაბ ჭიაბერაშვილი - დასავლელი პარტნიორები „ოცნებას“ ქართველი ხალხისთვის ევროპული პერსპექტივის წართმევას არ აპატიებენ
ზურაბ ჭიაბერაშვილი - დასავლელი პარტნიორები „ოცნებას“ ქართველი ხალხისთვის ევროპული პერსპექტივის წართმევას არ აპატიებენ

დასავლელი პარტნიორები „ოცნებას“ ქართველი ხალხისთვის ევროპული პერსპექტივის წართმევას არ აპატიებენ, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო ურთიერთობის მიმართულების მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

„ვინც ამ ქვეყნის მოქალაქეებს უზღუდავს საშუალებას, რომ არ ეშინოდეს ხვალინდელი დღის, მაღაზიაში შესვლის, ჰქონდეს მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილი, კარგი ჯანდაცვა, კარგი განათლება, რა თქმა უნდა, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არ აპატიებენ ქართველი ხალხისთვის ამ პერსპექტივის წართმევას“, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.