ზურაბ ჭიაბერაშვილი - ბახტაძის მინისტრთა კაბინეტს მხარს ვერ დავუჭერთ, რადგან პრემიერისგან დამაჯერებელი პასუხები ვერ მივიღეთ
ზურაბ ჭიაბერაშვილი - ბახტაძის მინისტრთა კაბინეტს მხარს ვერ დავუჭერთ, რადგან პრემიერისგან დამაჯერებელი პასუხები ვერ მივიღეთ

„ევროპული საქართველო“ ბახტაძის მინისტრთა კაბინეტს მხარს ვერ დაუჭერს, – ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ვერც ერთი მიმართულებით, ეს ეხება სამართალდამცავ ორგანოებს, სასამართლო სისტემას, ეკონომიკას, პენსიების ზრდას, პრემიერისგან დამაჯერებელი და ხედვაზე ორიენტირებული პასუხები ვერ მიიღეს.

„გამოვყოფ რამდენიმე საკითხს, მაგალითად, თავს იწონებს იმით, რომ საგადასახადო რეფორმა განახორციელა. აღმოჩნდა, რომ ამ რიცხვებშიც კი არის აშკარა უზუსტობა, იმასთან დაკავშირებით, რასაც ის საზოგადოებას ეუბნება“, – განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

მისი თქმით, მამუკა ბახტაძემ ოპოზიციის ზოგიერთ კითხვას თავი აარიდა.

„მიკიბულ-მოკიბული პასუხები იყო.ა რ არის პასუხები იმ კითხვებზე, რაც ჩვენ დავსვით“, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.