ზურაბ ჭიაბერაშვილი - 2012 წლიდან ჩვენი მოქალაქეების გაღარიბება და ცხოვრების გაუარესება „ქართული ოცნების“ სოციალისტურმა მიდგომებმა გამოიწვია
ზურაბ ჭიაბერაშვილი - 2012 წლიდან ჩვენი მოქალაქეების გაღარიბება და ცხოვრების გაუარესება „ქართული ოცნების“ სოციალისტურმა მიდგომებმა გამოიწვია

2012 წლიდან ჩვენი მოქალაქეების გაღარიბება და ცხოვრების გაუარესება „ქართული ოცნების“ სოციალისტურმა მიდგომებმა გამოიწვია, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, „დიმიტრი ცქიტიშვილი და ბექა ნაცვლიშვილი თვლიან, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არასაკმარისად გამოიჩინა მარქსისტობა და დღეს კომუნიზმში უნდა ვცხოვრობდეთ“.

„ცქიტიშვილმა და ნაცვლიშვილმა დარჩენილი ერთი წლის განმავლობაში, რაც ოცნებას დარჩა, უნდათ მოახერხონ, რომ კომუნიზმში შევიდეთ, მაგრამ სინამდვილეში, რასაც ეს გამოიწვევს, იქნება კიდევ უფრო დაბალი ეკონომიკური ზრდა, ჩვენი ხალხის კიდევ უფრო გაღარიბება და ცხოვრების გაძვირება“, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებათა პროექტის ინიციატორმა, დეპუტატმა დიმიტრი ცქიტიშვილმა დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა, სადაც განმარტა, რომ კანონპროექტი არ კრძალავს რამდენიმე ადგილზე მუშაობას, არამედ უკრძალავს დამსაქმებელს, რომ დასაქმებულს დადგენილზე და შეთანხმებულზე მეტი დროით მუშაობა აიძულოს.