ზურაბ ცეცხლაძე – ევროკავშირის ელჩთან შეხვედრაზე მათი მხრიდან იყო საუბარი, რომ ყველაფერს გააკეთებენ, რათა ქვეყანაში მიღწეულ იქნეს ახალი არჩევნები და განთავისუფლებული იქნეს პოლიტპატიმრები

17:53, 30.01.2025

ევროკავშირის ელჩთან შეხვედრაზე მათი მხრიდან იყო საუბარი, რომ ყველაფერს გააკეთებენ, რათა ქვეყანაში მიღწეულ იქნეს ახალი არჩევნები და განთავისუფლებული იქნეს პოლიტპატიმრები, – ამის შესახებ საპროტესტო აქციაზე დაკავებული ზვიად ცეცხლაძის მამამ, ზურაბ ცეცხლაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ამასთან, ზურაბ ცეცხლაძის თქმით, ელჩს მოახსენეს, დღეს რა მდგომარეობაა პატიმრების ირგვლივ.

„მოგვეცა საშუალება, მათთვის მოგვეხსენებინა კონკრეტულად ჩვენი შემთხვევების შესახებ, როგორ მიმდინარეობს პატიმრების ოჯახების წევრების პატიმრობის პროცესი, როგორ განხორციელდა დაპატიმრებები, დღეს რა ვითარება, მდგომარეობაა პატიმრების ირგვლივ. მათი მხრიდან იყო საუბარი, რომ ყველაფერს გააკეთებენ, რათა ქვეყანაში მიღწეულ იქნას ახალი არჩევნები და განთავისუფლებული იქნას პოლიტპატიმრები. ამბობს, ამისთვის ვმუშაობთო და ამას გავაგრძელებთ მაქსიმალურად, ყველა დაშვებული წესით, კანონიერი მეთოდებით, ბერკეტებით, რაც აქვს ევროკავშირს“, – განაცხადა ზურაბ ცეცხლაძემ.

საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა ოჯახის წევრებს შეხვდა.

მსგავსი