ზურაბ ბუდაღაშვილი ამბობს, რომ ბრალი საპროცესო შეთანხმების სანაცვლოდ, ფორმალურად აღიარა
ზურაბ ბუდაღაშვილი ამბობს, რომ ბრალი საპროცესო შეთანხმების სანაცვლოდ, ფორმალურად აღიარა

20 ივნისის საქმეზე მსჯავრდებული ზურაბ ბუდაღაშვილი ამბობს, რომ ბრალი საპროცესო შეთანხმების სანაცვლოდ, ფორმალურად აღიარა. ამის შესახებ ზურაბ ბუდაღაშვილმა სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლების შემდეგ განაცხადა.

„ციხეში ჯდომას აზრი აღარ ჰქონდა, რადგან პოლიტიკური ელფერი მიიღო“, – განაცხადა ზურაბ ბუდაღაშვილმა.

ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ, იყო თუ არა ეს ფორმალური აღიარება, მან თქვა, რომ „დიახ“. მასთან ერთად გათავისუფლებულმა კახაბერ კუპრეიშვილმა კი თქვა, რომ ის გულწრფელად აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. მესამე გათავისუფლებულს ცოტნე სოსელიას კომენტარი არ გაუკეთებია. მისი ადვოკატის ლექსო ღურწკაიას განცხადებით, ცოტნე სოსელიამ დანაშაული გულწრფელად აღიარა.

20 ივნისის საქმეზე დაკავებულებს, კახაბერ კუპრეიშვილს, ცოტნე სოსელიასა და ზურაბ ბუდაღაშვილს ბრალის აღიარების სანაცვლოდ, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ და სასამართლოს დარბაზიდან გათავისუფლდნენ.

დატოვე კომენტარი