20 ივნისის საქმეზე სამ დაკავებულს, აღიარების სანაცვლოდ, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა, ისინი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდნენ

11:52, 06.03.2020

20 ივნისის საქმეზე დაკავებულებს – კახაბერ კუპრეიშვილს, ცოტნე სოსელიასა და ზურაბ ბუდაღაშვილს ბრალის აღიარების სანაცვლოდ, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ.

ისინი 2000-ლარიანი ჯარიმით და სამწლიანი პირობითი სასჯელით სასამართლოს დარბაზიდან გათავისუფლდნენ.

ბრალდებულებმა სხდომაზე განმარტეს, რომ აღიარება ნებაყოფლობითია, რაიმე სახის იძულებას ადგილი არ ჰქონია, რის შემდეგაც შედგა საპროცესო შეთანხმება.

მსგავსი