ზურაბ აზარაშვილი სეულში გლობალური უსაფრთხოების დღის წესრიგის რიგით მე-7 მინისტერიალში მონაწილეობს
ზურაბ აზარაშვილი სეულში გლობალური უსაფრთხოების დღის წესრიგის რიგით მე-7 მინისტერიალში მონაწილეობს

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი ოფიციალური ვიზიტით სეულში იმყოფება.

სამინისტროს ინფორმაციით, ჯანდაცვის მინისტრი გლობალური უსაფრთხოების დღის წესრიგის (GHSA) რიგით მეშვიდე მინისტერიალში მონაწილეობს.

„გახსნით ღონისძიებაზე ყურადღება გამახვილდა ჯანმრთელობის საფრთხეებზე რეაგირების გაუმჯობესების მნიშვნელობაზე. მინისტერიალზე ისაუბრეს პოსტკოვიდ ეპოქაში GHSA პლატფორმის გამოყენების შესაძლებლობებზე — პანდემიის მართვის, პრევენციის, მზადყოფნისა და რეაგირების საკითხებში შეძენილი გამოცდილების გაზიარების მიმართულებით. ღონისძიებაზე ყურადღება გამახვილდა ვირუსული ინფექციების მართვის საკითხებზე და ამ მიზნით, იმუნიზაციის ეროვნული პროგრამის გაძლიერების შესაძლებლობებზე“, – აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან ერთად კორეის რესპუბლიკაში იმყოფება მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაურიც.