ზურაბ აზარაშვილი - როგორც სხვა ქვეყნების გამოცდილებამ აჩვენა, „ომიკრონი“ გადაიქცევა, როგორც ჩვეულებრივი, მიმდინარე სეზონური გრიპი​
ზურაბ აზარაშვილი - როგორც სხვა ქვეყნების გამოცდილებამ აჩვენა, „ომიკრონი“ გადაიქცევა, როგორც ჩვეულებრივი, მიმდინარე სეზონური გრიპი​

როგორც სხვა ქვეყნების გამოცდილებამ აჩვენა, „ომიკრონი“ გადაიქცევა, როგორც ჩვეულებრივი, მიმდინარე სეზონური გრიპი​, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი აცხადებს.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ამის გამო, მოსახლეობისთვის დამზადდება ვიდეორგოლები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ვიმკურნალოთ სახლის პირობებში.

„ვაპირებთ, რომ საკომუნიკაციო კამპანია გავაკეთოთ, რომელიც გულისხმობს ვიდეორგოლების დამზადებას, თუ როგორ უნდა ვიმკურნალოთ სახლის პირობებში, რადგან, როგორც ვხედავთ და როგორც სხვა ქვეყნების გამოცდილებამ აჩვენა, „ომიკრონი“ გადაიქცევა, როგორც ჩვეულებრივი, მიმდინარე სეზონური გრიპი. ამიტომ მნიშვნელოვანია, მივცეთ მათ სწორი რეკომენდაციები თუ სახლის პირობებში, როგორ უნდა იმკურნალონ, ხოლო ქრონიკული ან მაღალი რისკჯგუფის პაციენტებს ვთავაზობთ კლინიკაში გადაყვანას და თუ არის შესაძლებელი, რომ ბინაზე იმკურნალონ, მაშინ მაქსიმალურ კონსულტაციებს ვუწევთ. ბოლო ერთ კვირაში დავამატეთ კვალიფიციური ოჯახის ექიმების დიდი რაოდენობა და ასევე ქოლცენტრის ოპერატორები“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.