ზურაბ აზარაშვილი - პენიტენციურ სისტემაში ყველა პატიმრის უფლება დაცულია და სისტემას აქვს საკმაოდ მძლავრი სამედიცინო დეპარტამენტი
ზურაბ აზარაშვილი - პენიტენციურ სისტემაში ყველა პატიმრის უფლება დაცულია და სისტემას აქვს საკმაოდ მძლავრი სამედიცინო დეპარტამენტი

კიდევ ერთხელ მინდა, აღვნიშნო, რომ ყველა პატიმრის უფლება დაცულია პენიტენციურ სისტემაში, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, პენიტენციურ სისტემას აქვს საკმაოდ მძლავრი სამედიცინო დეპარტამენტი.

კითხვაზე, როგორია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მინისტრმა აღნიშნა: „არ ვიცი“.

ამასთან, აპირებს თუ არა ჯანდაცვის სამინისტრო სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით კონსილიუმის მოწვევას, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ არ აპირებს.

„დღეს კიდევ ერთხელ მინდა, აღვნიშნო, რომ ყველა პატიმრის უფლება დაცულია პენიტენციურ სისტემაში. პენიტენციურ სისტემას ჰყავს საკმაოდ მძლავრი სამედიცინო დეპარტამენტი. ასევე, ის კლინიკა, რომელზეც თქვენ მეკითხებით, არის მრავალპროფილური და აქვს ყველა შესაძლებლობა, რომ პაციენტს ადეკვატურად უმკურნალოს“, – განაცხადა აზარაშვილმა.