ზურაბ აზარაშვილი - მნიშვნელოვანია, რომ დავით ზალკალიანი, ასეთი კვალიფიციური დიპლომატი იყოს საქართველოს წარმომადგენელი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან
ზურაბ აზარაშვილი - მნიშვნელოვანია, რომ დავით ზალკალიანი, ასეთი კვალიფიციური დიპლომატი იყოს საქართველოს წარმომადგენელი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ისეთმა გამოცდილმა დიპლომატმა, როგორიც დავით ზალკალიანია, ამერიკის შეერთებულ შტატებში ელჩად გააგრძელოს მუშაობა.

„მოგეხსენებათ, ზალკალიანი ფასდება, როგორც მაღალი რანგის დიპლომატი, საკმაოდ კვალიფიციური და ძალიან გამოცდილი. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანი იყო, სწორედ ასეთ პოზიციაზე, აშშ-ის შტატებში საქართველოს ელჩად გადაყვანა. ძალიან მნიშვნელოვანია, ასეთი კვალიფიციური დიპლომატი იყოს საქართველოს წარმომადგენელი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

რაც შეეხება საგარეო საქმეთა ახალ მინისტრს, როგორც ზურაბ აზარაშვილი ამბობს, ილია დარჩიაშვილს საკმაოდ კარგად იცნობს. მისივე თქმით, დარჩიაშვილი კვალიფიციური კადრია და კარგი დიპლომატიური გამოცდილება აქვს.

ზურაბ აზარაშვილმა ილია დარჩიაშვილს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

„ბატონ ილიას საკმაოდ კარგად ვიცნობ. ისიც ასევე არის კვალიფიციური, საკმაოდ კომპეტენტური ადამიანი. შესაბამისი დიპლომატიური გამოცდილებაც აქვს. ვფიქრობ, წარმატებით გაუძღვება თავის საქმიანობას და საქართველოს სახელს ყველგან წარმოაჩენს“, – აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა თანამდებობა დატოვა.  დავით ზალკალიანი ამერიკის შეერთებულ შტატებში ელჩად გააგრძელებს მუშაობას. საგარეო უწყების ხელმძღვანელის თანამდებობაზე კი ილია დარჩიაშვილი დაინიშნა.