ზურაბ აზარაშვილი იაპონიის ელჩს შეხვდა
ზურაბ აზარაშვილი იაპონიის ელჩს შეხვდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, ზურაბ აზარაშვილმა და იმამურა აკირამ ის პროექტები განიხილეს, რომლებიც COVID-19-ის ეფექტური მართვისთვის, იაპონიის მხარდაჭერით, საქართველოში განხორციელდა. ასევე, ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის მიმდინარე თანამშრომლობაზე.

ზურაბ აზარაშვილმა და იმამურა აკირამ შეხვედრაზე სამომავლო გეგმებიც განიხილეს. იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ჯანდაცვის სისტემაში განხორციელებული, თუ მიმდინარე რეფორმების მიმართ მხარდაჭერა გამოხატა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.