ზურაბ აზარაშვილი - „დიარჯი“ სისტემა მუშაობს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ კლინიკების დაფინანსების ეს მოდელი უკვე წარმატებით დაინერგა და მოქმედებს საქართველოშიც
ზურაბ აზარაშვილი - „დიარჯი“ სისტემა მუშაობს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ კლინიკების დაფინანსების ეს მოდელი უკვე წარმატებით დაინერგა და მოქმედებს საქართველოშიც

ანაზღაურების დიაგნოზთან შეჭიდული „დიარჯი“ მექანიზმი არაერთი წელია, წარმატებით მუშაობს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. ერთი წლის წინ განვაცხადე, რომ პროგრამა მხოლოდ რამდენიმე შერჩეულ კლინიკაში პილოტურ რეჟიმში მუშაობდა. წელს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაფინანსების „დიარჯი“ მოდელი უკვე საქართველოშიც წარმატებით დაინერგა და მოქმედებს“, – აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ 2022 წლის პირველი ნოემბრიდან სამედიცინო სერვისებზე სტანდარტიზებული ფასები განისაზღვრა, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით ყველა სამედიცინო დაწესებულებისთვის თანაბარია.

„საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტის ზრდასთან ერთად, ყურადღება გავამახვილეთ სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯთეფექტურ, გეგმაზომიერ განკარგვაზე იმგვარად, რომ არ შეფერხებულიყო მოსახლეობის ხელმისაწვდომობა სერვისებზე და სამედიცინო დაწესებულებებს კვლავ მისცემოდათ განვითარების შესაძლებლობა. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, მოგვეხდინა სამედიცინო მომსახურების ანაზღაურების მოდელის ფუნდამენტური ცვლილება, რომელიც სამართლიან, გამჭვირვალე და ხარჯთეფექტურ მექანიზმებს ეყრდნობა“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.