ზურაბ აზარაშვილი - დაგეგმილია ოჯახის ექიმებისა და ექთნების შრომითი ანაზღაურების ეტაპობრივი გაზრდა
ზურაბ აზარაშვილი - დაგეგმილია ოჯახის ექიმებისა და ექთნების შრომითი ანაზღაურების ეტაპობრივი გაზრდა

ქვეყანაში დაწყებულია პირველადი ჯანდაცვის რეფორმა, რომლის ფარგლებში დაგეგმილია ოჯახის ექიმებისა და ექთნების შრომითი ანაზღაურების ეტაპობრივი გაზრდა, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში ისაუბრა.

ზურაბ აზარაშვილის თქმით, რეფორმის ფარგლებში მოხდება გავრცელებული ქრონიკული დაავადებების მართვის გაუმჯობესებისთვის დიფერენცირებული-გაზრდილი კაპიტაციური დაფინანსების ამოქმედება, ტელემედიცინის შესაძლებლობების ფართოდ გამოყენება და დაფინანსების მექანიზმების იმგვარი მოდიფიცირება, რომ გარანტირებული იყოს პაციენტისთვის ხარისხიანი მომსახურების გაწევა.

„წელს პირველადი ჯანდაცვის რეფორმის ფარგლებში, სოფლის ექიმის პროგრამის მართვა გადავიდა სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის პასუხისმგებლობაში და ამავდროულად, გაიზარდა სოფლის ექიმების შრომის ანაზღაურება. სამედიცინო ჰოლდინგი აქტიურად განაგრძობს მუშაობას სოფლის ექიმების სამუშაო პირობების გაუმჯობესებისათვის. ამ დრომდე მოხდა 200-მდე სოფლის ამბულატორიისთვის განახლებული სამედიცინო აღჭურვილობის მიწოდება“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.