ზურაბ აზარაშვილი - ბოლომდე მივიყვანთ საქმეს, რაც მოსახლეობის კეთილდღეობისკენ არის მიმართული
ზურაბ აზარაშვილი - ბოლომდე მივიყვანთ საქმეს, რაც მოსახლეობის კეთილდღეობისკენ არის მიმართული

ბოლომდე მივიყვანთ საქმეს, რაც მოსახლეობის კეთილდღეობისკენ არის მიმართული, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფიგზე განაცხადა.

მისივე თქმით, მასთან დაკავშირებით საკადრო ცვლილება არ იგეგმება.

„დიდი რეფორმები, რომლებიც ჯანდაცვის სისტემაში დავიწყეთ როგორც ფარმაცევტული ბაზრის, ისე კლინიკური სექტორის მოწესრიგების კუთხით, რასაკვირველია, მესმის, ძალიან მძიმეა და დაურეგულირებელი ბაზარი გაცილებით მეტ შესაძლებლობას იძლეოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, საბოლოო ჯამში, ეს გვაძლევდა მიუღებელ ხარისხს, რაც იყო სამედიცინო სექტორში, ასევე საკმაოდ დიდ ფასებს გვაძლევდა ფარმაცევტულ პროდუქციაზე. აქედან გამომდინარე, სპეკულაციები, რაც შეიძლება არსებობდეს ჩემი თანამდებობიდან წასვლის შესახებ, ყველაფერი აქედან მოდის. შემიძლია, ეს დაგიდასტუროთ. დღეს პრემიერმაც დაგიდასტურათ, რომ ასეთი ცვლილებები არ იგეგმება. აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ საქმეს, რაც მოსახლეობის კეთილდღეობისკენ არის მიმართული“, – განაცხადა აზარაშვილმა.