ზურაბ ალავიძე საგარეჯოში, ცენტრალური სტადიონის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

11:18, 09.01.2018

კახეთის რეგიონში მიმდინარე სამუშაოებს ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, მხარის გუბერნატორთან და ადგილობრივ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

საგარეჯოს მოსახლეობას მალე  კიდევ ერთი ახალი სტადიონი ექნება .

პროექტი ითვალისწინებს ცენტრალური სტადიონის სრულ რეაბილიტაციას. პირველ ეტაპზე მოეწყობა ახალი მინდვრის საფარი. სამუშაოების 40 % უკვე შესრულებულია.

სამუშაოების მეორე ეტაპის ფარგლებში იგეგმება შიდა და გარე ინფრასტრუქტურის მოწყობას. ახალი სტადიონი10 ათასზე მეტი ადგილობრივს მოემსახურება.

მსგავსი