ზურაბ ალავიძე - ფაროსანასთან საბრძოლველად მზად ვართ
ზურაბ ალავიძე - ფაროსანასთან საბრძოლველად მზად ვართ

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ზურაბ ალავიძის განცხადებით, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად საქართველოს ხელისუფლება მზად არის.

როგორც ალავიძემ აღნიშნა, სამუშაოები აქტიურ ფაზაში აპრილში გადავა, როდესაც ფაროსანა გარეთ გამოვა.

„ძალიან აქტიურად ვმუშაობთ. შექმნილია შტაბი და კომისია, რომელიც ამას ხელმძღვანელობს. ჩართულია მინისტრთა კაბინეტი, თითოეული მუნიციპალიტეტი, გუბერნიები, ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტები და მობილიზებულები ვართ. სამუშაოები უკვე დაწყებულია და აქტიურ ფაზაში გადავა აპრილის თვეში, როდესაც ფაროსანა გამოვა.

მაგრამ მანამდე ყველა მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს და ის ღონისძიებები, რაც გვაქვს ჩვენ დაგეგმილი ფაროსანასთან საბრძოლველად, ამისთვის მზად ვართ“,- განაცხადა ალავიძემ.