ზურაბ ადეიშვილის ცემაში ბრალდებული ერთ-ერთი პირი დააკავეს
ზურაბ ადეიშვილის ცემაში ბრალდებული ერთ-ერთი პირი დააკავეს

უკრაინის გენერალური პროკურორის მრჩევლის, ზურაბ ადეიშვილის ცემაში ბრალდებული ერთ-ერთი პირი დააკავეს.

როგორც უკრაინის შსს-ს პრესსამსახურში განაცხადეს, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დაკავებულია 34 წლის უცხოელი. მას ბრალი ხულიგნობის მუხლით წაუყენეს.

ზურაბ ადეიშვილის ცემაში მონაწილე კიდე სამი პირი იძებნება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს იუსტიციის ყოფილ მინისტრს, ზურაბ ადეიშვილს ოთხი უცნობი პირი კიევში 2 თებერვალს დაესხა თავს, შედეგად ადეიშვილის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.