ზურაბ აბაშიძე - მთელი სახელმწიფო არის მომართული, ვიყენებთ ყველა ფორმატს, რათა ზაზა გახელაძის საკითხი რაც შეიძლება სწრაფად მოგვარდეს
ზურაბ აბაშიძე - მთელი სახელმწიფო არის მომართული, ვიყენებთ ყველა ფორმატს, რათა ზაზა გახელაძის საკითხი რაც შეიძლება სწრაფად მოგვარდეს

მთელი სახელმწიფო არის მომართული, ვიყენებთ ყველა ფორმატს, რათა ზაზა გახელაძის საკითხი რაც შეიძლება სწრაფად მოგვარდეს, – ამის შესახებ განაცხადა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მედია დაინტერესდა, დადგება თუ არა ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაპატიმრებული ზაზა გახელაძის საკითხი აბაშიძე-კარასინის შეხვედრის დღის წესრიგში. ამასთან, ჟურნალისტებმა მას სთხოვეს კომენტარი გახელაძის მამის განცხადებაზე, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას და ჩაბარებას აპირებს.

„დღეს ეს ადამიანი შეხვდა პრემიერ-მინისტრს. ყველაფერი კეთდება და კიდევ უფრო მეტი გაკეთდება, რათა ეს პრობლემა რაც შეიძლება სწრაფად მოგვარდეს.

მთელი სახელმწიფო არის ამისათვის მომართული, საგარეო უწყება უპირველეს ყოვლისა. დღეს ვიყენებთ ყველა იმ ფორმატს, სადაც ხელი მიგვიწვდება, რათა ამ პიროვნების საკითხი რაც შეიძლება სწრაფად მოგვარდეს, მათ შორის, იმ ფორმატში, რაც თქვენ ახსენეთ“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.