ზურაბ აბაშიძე კემეროვოში ხანძრის დროს დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს
ზურაბ აბაშიძე კემეროვოში ხანძრის დროს დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძე კემეროვოს სავაჭრო ცენტრში ხანძრისას დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს უსამძიმრებს.

„მწუხარებას გამოვთქვამთ რუსეთში, კემეროვოს სავაჭრო ცენტრში მომხდარი მასშტაბური ხანძრისას დაღუპული ათეულობით ადამიანის გამო, მათ შორის საუბედუროდ, ბავშვები არიან. სამძიმარს ვუცხადებთ და თანავუგრძნობთ დაღუპულთა ოჯახებსა და მათ ახლობლებს“, –  აღნიშნავს ზურაბ აბაშიძე.

კემეროვოში მდებარე სავაჭრო ცენტრში ხანძარი 25 მარტს გაჩნდა. შედეგად 60-მდე ადამიანი დაიღუპა, მათ შორის უმრავლესობა ბავშვია.

მომხდარის გამო, რუსეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა. სავაჭრო ცენტრში დაღუპულებს 27, 28 და 29 მარტს იგლოვებენ.