გრიგორი კარასინი - მთავარი ამოცანაა, საქართველო-რუსეთის ურთიერთობები გამოვიდეს ჩიხიდან, რომელშიც ივნის-ივლისში რუსეთის მისამართით უხეში განცხადებებისა და დემონსტრაციების შემდეგ შევიდა
გრიგორი კარასინი - მთავარი ამოცანაა, საქართველო-რუსეთის ურთიერთობები გამოვიდეს ჩიხიდან, რომელშიც ივნის-ივლისში რუსეთის მისამართით უხეში განცხადებებისა და დემონსტრაციების შემდეგ შევიდა

პრაღაში ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრა დღეს გაიმართება.

როგორც შეხვედრის დაწყების წინ გრიგორი კარასინმა ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა, მთავარი ამოცანაა, საქართველოსა და რუსეთის ორმხრივი ურთიერთობები გამოვიდეს ჩიხიდან, რომელშიც ამა წლის ივნის-ივლისში რუსეთის მისამართით გაკეთებული უხეში განცხადებებისა და დემონსტრაციების შემდეგ შევიდა.

„ამჯერად ერთმანეთს პრაღაში შევხვდით კარგი სამუშაო განწყობით. ჩვენი მთავარი ამოცანაა, ორმხრივი ურთიერთობა იმ ჩიხიდან, რომელშიც ის შევიდა ამა წლის ივნის-ივლისში რუსეთის მისამართით გაკეთებული უხეში განცხადებებისა და დემონსტრაციების შემდეგ. ამ ურთიერთობების მოგვარების შესაძლებლობა არსებობს, მაგრამ სამწუხაროდ, საქართველოს შიდაპოლიტიკური ვითარება ისევ დაძაბულია. მიუხედავად ამისა, იმედი მაქვს, ეს არ აისახება ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებზე და შევძლებთ მდგომარეობის ჩიხიდან გამოყვანას. ამისთვის ყველა რესურსი არსებობს. მე ვგულისხმობ არა ვიზიტს, არამედ იმ ალიაქოთს, რაც მოჰყვა ამ ვიზიტს. ზოგიერთი ტელეწამყვანის მიერ პირდაპირ ეთერში გაკეთებულ განცხადებებს და საერთოდ, იმ ატმოსფეროს, რომელიც შეიქმნა განცხადებების შემდეგ, რომლებიც ეხებოდა რუსეთის მოქალაქეებს, რუს ტურისტებს და საერთოდ, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს. თქვენ იცით, რა მოხდა ამ ამბის შემდეგ, შეწყდა ავიამიმოსვლა. ამ ყველაფერზე ვისაუბრებთ. ასევე სხვადასხვა ტექნიკურ საკითხებზეც, ტრანსპორტზე, ჰუმანიტარულ კონტაქტებზე, იმ ორმხრივ ურთიერთობაზე, რომელიც გავლენას ახდენ საერთაშორისო ურთიერთობაზე“, – განაცხადა კარასინმა.

კითხვაზე, როდის მოხდება ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება, კარასინმა აღნიშნა, რომ იმედი აქვს, მალე.

„როდის? ეს კითხვა მე არ უნდა დამისვათ. საქმე ის არის, რომ ჟენევის დისკუსიის ფარგლებში შექმნილია ყველა მექანიზმი, ინციდენტების აღმოფხვრის მექანიზმი, ცხელი ხაზი, ჟენევის დისკუსიების მონაწილეების პერიოდული ვიზიტები თბილისში, სოხუმსა და ცხინვალში. სწორედ ეს მექანიზმები უნდა გამოვიყენოთ მსგავსი შემთხვევების მოსაგვარებლად, რომ არ გადავაქციოთ ისინი საერთაშორისო სკანდალად“, – განაცხადა კარასინმა.

დატოვე კომენტარი