ზურაბ აბაშიძე - კარასინთან შეხვედრაზე ხაზს გავუსვამ, რომ საქართველო გამოიყენებს ყველა ბერკეტს, რათა ტატუნაშვილისა და ოთხოზორიას საქმეებზე დამნაშავეები დაისაჯონ
ზურაბ აბაშიძე - კარასინთან შეხვედრაზე ხაზს გავუსვამ, რომ საქართველო გამოიყენებს ყველა ბერკეტს, რათა ტატუნაშვილისა და ოთხოზორიას საქმეებზე დამნაშავეები დაისაჯონ

რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინთან შეხვედრას არჩილ ტატუნაშვილისა და გიგა ოთხოზორიას საქმეებზე საუბრით დაიწყებს.

„რა თქმა უნდა, შეხვედრის დასაწყისში ყურადღებას გავამახვილებ იმ დრამატულ ფაქტებზე, რასაც ადგილი ჰქონდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე – არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა, ოთხოზორიას საქმე. ხაზს გავუსვამ იმას, რომ საქართველო გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს, რათა დამნაშავეები დაისაჯონ და არავის ჰქონდეს ილუზია, რომ ჩვენ ამ მიმართულებით გავჩერდებით. არსებობს თანამეგობრობის, ჩვენი პარტნიორების ჩართულობა, სამართლებრივი ბერკეტები. ჩვენ ამას ვიყენებთ და კიდევ უფრო ეფექტურად გამოვიყენებთ“, – განუცხადა პირველ არხს ზურაბ აბაშიძემ.