ზურაბ აბაშიძე – ძალიან ემოციური დღეები გავიარეთ, დავკარგეთ ეპოქალური პიროვნება, რომლის ღვაწლიც განუზომელია ქვეყნის წინაშე
დავკარგეთ ეპოქალური პიროვნება, რომლის ღვაწლიც განუზომელია ჩვენი ქვეყნის წინაშე, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა.
სხდომა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ხსოვნის პატივსაცემად წუთიერი დუმილით გაიხსნა.
როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, ილია მეორე არა მხოლოდ ქართველი ხალხისთვის იყო ეპოქალური პიროვნება, არამედ მსოფლიო მასშტაბის ფიგურა იყო.
ზურაბ აბაშიძის თქმით, საოცრად ამაღელვებელი სანახავი იყო, როგორ მიდიოდა ზღვა ხალხი უწმინდესთან გამოსამშვიდობებლად.
„დღეს პირველი სხდომა ტარდება საკრებულოში მას შემდეგ, რაც ჩვენმა პატრიარქმა დაგვტოვა. ძალიან ემოციური დღეები გავიარეთ. ვნახეთ, რამდენი ადამიანი იყო მისული სამების საკათედრო ტაძარში მის უწმინდესობასთან გამოსამშვიდობებლად. იგი არა მხოლოდ ჩვენთვის იყო ეპოქალური პიროვნება, არამედ მსოფლიო მასშტაბის ფიგურა გახლდათ. ჩვენ მადლობლები ვართ, რომ მის ეპოქაში მოგვიწია ცხოვრება. საუკუნოდ იქნება ჩვენი პატრიარქის ხსოვნა“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.